ახალი ამბები
სკოლის გამოსაშვები გამოცდები ხვალ იწყება
მე-12 კლასის მოსაწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან დაიწყება. ამასთან დაკავშირებით დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები ხვალ, 9:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

საერთო ჯამში, მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ. ეს საგნებია: ქართული, უცხოური ენები, ისტორია, მათემატიკა.

ამასთან მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან გამოცდაზე გამოცხადება ვერ შეძლეს, საშუალება მიეცემათ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება. არ შეცვლილა ბარიერი და ის ისევ 5.5-ია. მაია მიმინოშვილის ცნობით, დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გამოცდები 25 მაისს დასრულდება.

თუ მე-12 კლასელმა რომელიმე გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა, ეროვნულ გამოცდაზე არ დაიშვება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.