რეგიონი
გამოფენა „ქართული ბეჭდური პრესა“ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ფონდში არსებული ადგილობრივი და ცენტრალური ჟურნალ-გაზეთები გამოიფინა. სამკითხველო დარბაზში წარმოდგენილი იყო „კომუნარი“, „ეგრისი“, „დისკუსია“, „ოდიში“, „ზუგდიდი“, „ზუგდიდელები“ და სხვა. მათ შორის ყველაზე ძველი - 1938 წელს გამოშვებული გაზეთი „კომუნარი“ იყო.

,,ამ გამოფენით შევეცადეთ მკითხველებისთვის შეგვეხსენებინა, თუ რა პერიოდულ პრესას მოიცავს ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის პერიოდული პრესის საცავი. ბეჭდური პრესა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვილაპარაკებთ გაზეთ „მებრძოლზე“, რომელიც 1938 წლიდან გამოდის, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ქალაქისა და რაიონის ისტორიას მოიცავს’’,- აღნიშნა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მანანა გვარამიამ.

გამოფენა „ქართული ბეჭდური პრესა“ სამ დღეს გასტანს.

ცნობისთვის, 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. თარიღი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. პერიოდული გამოცემა "ქართული გაზეთი" პირველად 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.