Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/images8.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დარბაზიდან გაათავისუფლეს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც მოსამართლე მადონა მაისურაძემ განმარტა, აღნიშნული პირების დაკავების პროცედურა მთელი რიგი დარღვევების ფონზე განხორციელდა, რის გამოც სასამართლომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. მანამდე კი, პროცესის მიმდინარეობისას კი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დავით ალავიძემ განაცხადა, რომ მეორედ დაკავებისას რამდენიმე საათის განმავლობაში გამომძიებელი ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევდა. "გამომძიებელმა ასევე თქვა, დღეს 25 კაცი უნდა დაგიჭიროთ და არ გვინდა ინფორმაციამ გაჟონოს. მერე დაგარეკინებთო", - არნიშნა სასამართლო სხდომაზე ალავიძემ. პროკურორმა თბილისის მერიის მაღალჩინოსებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ითხოვდა. როგორც პროკურორმა დღეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განმარტა, არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ასევე, შესაძლოა ბრალდებულებმა უკვე დაკითხულ და დასაკითხ მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ. საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 28 ივნისს დააკავა. ამასთან, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.