რეგიონი
„ჩვენი მხარდაჭერა ანაკლიის პორტს“ - მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ
ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად მოქალაქე ალექსანდრე ყულოშვილის ავტორობით manifest-ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა. მის აღწერაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად აცნობიერებს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრახთან სიახლოვეს.

„ამ ყველაფრის ფონზე, სახელმწიფო არათუ ხელს უწყობს, არამედ ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას და ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია ! პროექტის მასშტაბურობაზე მეტყველებს კვლევა, რომელიც წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია BuroHappold Engineering-მა და ამერიკულმა კომპანია Moffat & Nichol – მა შეიმუშავეს. კვლევის შედეგებით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 20 წლის განმავლობაში 475 ჰა მიწას აითვისებს, 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1,04 მილიარდი აშშ დოლარის ჯამურ ინვესტიციას მოიზიდავს.

ვფიქრობთ, რომ ერთი ადამიანის ხუშტურის გამო ბრძოლა ისეთი პროექტის წინააღმდეგ, რომელშიც ინვესტიციას ახორციელებენ უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები და კორპორაციები დედამიწის ყველა წერტილიდან ღალატის ტოლფასია.
ღალატის ტოლფასია, იმიტომ რომ ვიცით რომელ ქვეყანას არ აწყობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება ! ამიტომაც საქართველოს მოსახლეობა ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, რომ შეასრულონ დადებული პირობა და დაეხმარონ პორტს სამუშაოების დასრულებაში.

P.s თუ მაინცდამაინც მაიკლ პომპეომ უნდა გააკრიტიკოს კიდევ ერთხელ რომ დახმარების ხელი გაუწოდონ კონსორციუმს ? #მხარდაჭერაანაკლიას“, - აღნიშნავს ავტორი.

პეტიციის ადრესატი საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტროა.

ამავე თემაზე:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა გადაუვადდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.