Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/Sanaia_kl.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს
მოკლული ჟურნალისტის გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას პასუხობს. სანაიას ოჯახის თქმით, მათ მოთხოვნაზე ხელახალი გამოძიება დაწყებულიყო, პროკურატურამ არასაკმარისი პასუხი გასცა. აღნიშნული განცხადება გიორგი სანაიას ოჯახის წევრებმა დღეს საბურთალოს სასაფლაოზე გააკეთეს. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. არსებობს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ დაიწყოს ამ საქმის ობიექტური გამოძიება. ასევე დაიწყოს გამოძიება, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი ნივთმტკიცებულება ფალსიფიცირებული იყო. ის სასამართლო პროცესები სპექტაკლი იყო. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვსვავთ შეკითხვას - აპირებს თუ არა მთავარი პროკურატურა გამოიძიოს გიორგი სანაიას პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა", - განაცხადა ვახო სანაიამ. მისი თქმით, ოჯახი, მე-12 წელია ელოდება ამ საქმის გამოძიებას. ოჯახის განცხადებით, პროკურატურა ვალდებულია მოიძიოს ინფორმაცია და თავად დაადგინოს გარემოებები, მათი უფლებაა დაკითხონ ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი ძალოვანი მინისტრები. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ოჯახის წევრებმა განაცხადეს, არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ გამოძიება დაიწყოს და საქმე ბოლომდე მივიდეს. პროკურატურიდან ოჯახისადმი გამოგზავნილ წერილში კი მითითებულია, რომ "განცხადებაში არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე ახლად გამოვლენილ გარემოებებზე მითითება. საქმემ გაიარა ყველა ინსტაციის სასამართლო კონტროლი. განაჩენი კანონიერ ძალაშია. ასეთ პირობებში პროკურატურა მოკლებულია განაჩენის გადასინჯვის პროცედურასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საფუძვლებს".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.