Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/13_06_2013_16_29_08roshe.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
„C არ იCდის“ - ასოციაცია „ქსენონი“ C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს მართავს
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონმა“ დღეს, 26 ივლისს ზუგდიდის მუნუციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. შეხვედის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ პროგრამებს და ასევე, ზეწოლა მოახდინონ ფარმაცევტულ კომპანიებზე, რათა მოხდეს C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების გაიაფება. „ქსენონის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანაშიას თქმით, საქართველოში C ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანი არის დაინფიცირებული. მისვე განმარტებით, საქართველოში C ჰეპატიტის სრული მკურნალობის კურსი 15 ათასი დოლარი ღირს, რომლის გადახდა პაციენთტა უმრავლეობას არ შეუძლია. „საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა მხოლოდ ერთი პროცენტი ახერხებს მკურნალობას და ისინი თანხებს საკუთარი ჯიბიდან იხდიან,“ - აღნიშნა შეხვედრაზე ნინო ჯანაშიამ. მისივე განმარტებით, საქართველოში C ჰეპატიტის მკურბნალობას და სრულ დიაგნოსტიკას არც ერთი კომპანია ანაზღაურებს. თუმცა მისვე თქმით, სახლემწიფოს აქვს შემუშავებული ახალი პროგრამა ამ დაავადების პრევინციის, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის კუთხით. „ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმუილი აქვს ციხეებში 10 ათას მსჯავრდებულს ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა, აქედან 500 პატიმარს ჩაუტარდება სრული მკურნალობის კურსი. ამ პროგრამისთვის ჯამში 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ჯანდავის სამინისტრო ასევე, გეგმავს 2016 წლიდან C ჰეპატიტის მკურნალობა ყველასთვის უფასო იყოს “, - აცხადებს ჯანაშია. C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასევე, ასოციაცია „ქსენონი“ ხვალ ქუჩის აქციას - „C არ იCდის“ გამართავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.