საზოგადოება
ფოთში სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ახალ პროექტს იწყებს
ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ (Prime Concrete) ფოთის პორტში ახალ „პეის ტერმინალს“ (Pace Terminal) აშენებს, რომლის სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის თანადამფინანსებელია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC). სამშენებლო სამუშაოების დაწყების საზეიმო ცერემონია 2019 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა ქალაქ ფოთში, რომელსაც ესწრებოდნენ შემდეგი ოფიციალური პირები: საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, OPIC-ის მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, შპს „პეის ტერმინალის“ დირექტორი დავით ნადირაშვილი და „პრაიმ ბეტონის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე სოკოლოვსკი. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის სხვა წარმომადგენლებიც, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და უცხოელი სტუმრები.

ქართული კომპანიის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ტერმინალის აშენება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას. „პრაიმ ბეტონმა“ შეძლო და წარმატებით გაიარა სატენდერო შერჩევის პროცესი მაღალი კონკურენციის პირობებში, რომელშიც ათობით საერთაშორისო კონტრაქტორი მონაწილეობდა. „პრაიმ ბეტონის“ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მისი გამორჩეული შესაძლებლობები და კომპეტენცია, ექსპერტული ცოდნა და „ნოუ-ჰაუ“, და მისი ადგილობრივი გამოცდილება. „პრაიმ ბეტონს“ ასევე პარტნიორობას უწევენ ჰოლანდიური კომპანიები Royal HaskoningDHV და Vanthek, რომელთაგან პირველმა შექმნა ყველაზე ეფექტური დიზაინი ნავმისადგომისა და პირსის მშენებლობისათვის, ხოლო მეორე წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო კომპანიას ბურღვისა და ლითონის ნარანდის (შპუნტი) მოწყობის სფეროში.

„პრაიმ ბეტონი“ მყარი რეპუტაციის მქონე ქართული სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მრავალი ფართომასშტაბიანი პროექტი, რამაც თავის მხრივ კომპანიას შესძინა განსაკუთრებული კომპეტენცია და ფასდაუდებელი გამოცდილება პორტის, წყალგაყვანილობის, გზებისა და სხვა საზოგადოებრივი თუ ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მოწყობის სფეროებში. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ისეთ საზღვაო პროექტებს, როგორიცაა მეშვიდე ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ფოთის სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა; ასევე, საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოებს, როგორიცაა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ანაკლიაში, ურეკში, ზუგდიდსა და გარდაბანში; თბილისის მეტროს ახალი და მეორე ხაზის გაგრძელება (უნივერსიტეტის სადგურამდე); და დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, სამეგრელოში რამოდენიმე გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

ტერმინალის პროექტზე საუბრისას ”პრაიმ ბეტონის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ ხაზი გაუსვა ქართული კომპანიის მიერ ტენდერის მოგების მნიშვნელობას: „ჩვენ ძალზე მოხარულები ვართ, რომ ვერთვებით ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მშენებლობაში. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია, EPC-ის კონტრაქტის ფარგლებში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას ასეთი კომპლექსური და ფართომასშტაბიანი პროექტის მშენებლობისა. ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივ შესაძლებლობებს, პროექტში ვდებთ ჩვენს მიერ ათეული წლობით დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას, ვქირაობთ მუშახელს და ვიყენებთ არსებულ სამშენებლო მასალას, რაც წარმოადგენს სარგებელს, როგორც ადგილობრივი საზოგადოებისათვის, ისე მთელი ქვეყნისათვის. ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორების Royal HaskoningDHV-ისა and Vanthek-ის დახმარებით „პეის ჯგუფიდან“, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ახალი ტერმინალი აშენდეს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და გარემოს დამზოგავი მასალითა და ტექნოლოგიით და რომ საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობები გადავიდეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე.“

ახალი ტერმინალი განთავსდება ფოთის ახალი პორტის ზონაში გამოყოფილ 25 ჰექტარზე, რომელიც წარმოადგენს ყოფილ გემთსაშენს. ნავმისადგომის ინფრასტრუქტურის სრული სიგრძე შეადგენს 650 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 12 მეტრს. ეს იქნება პირველი პორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს ღრმაწყლოვანი გემების მიღებას 2020 წლისათვის. ტერმინალის ტვირთბრუნვის საერთო მოცულობა განისაზღვრება 5 მილიონი ტონით. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს OPIC, ხოლო დარჩენილ 43 მლნ დოლარს „პეის ჯგუფი“, წილობრივი მონაწილეობის სახით. ეს პროექტი წარმოადგენს OPIC-ის ყველაზე მსხვილ ჩართულობას საქართველოში. ტერმინალი გაზრდის ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჰაბისა და როგორც Belt and Road ინიციატივის განუყოფელი ნაწილისა. OPIC-ის გადაწყვეტილება დააფინანსოს ეს პროექტი ასევე წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების, მიერ ამ ტერმინალის მნიშვნელობის მხარდაჭერის გამოხატვას, როგორც საქართველოსათვის, ისე მთელი რეგიონისათვის.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.