რეგიონი
ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს ულოცავს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"აფხაზურ ენას საქართველოს კონსტიტუცია იცავს და ეს ამ ენის მნიშვნელობაზე მეტყველებს მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. მას დღეს განსაკუთრებულად სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და განვითარება, იმ ვითარების გამო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს დგამს, მათ შორის, 2017 წელს აფხაზურ ენასთან დაკავშირებით მიღებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

მიხარია, რომ ამ უნიკალური ენის შესწავლით სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს იმაზე მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე აშორებს. მშობლიური ენა მნიშვნელოვანია იდენტობისთვის და მისი შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევა ერთიანი უნდა იყოს. ამ სულისკვეთებით უნდა შევძლოთ წარსულის მძიმე და ტკივილიანი გამოცდილების, დღეს უკვე მავთულხლართებით დაშორიშორების დაძლევა, თანამშრომლობისა და შერიგების გზით, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის", – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.