ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: დავას სასამართლოში გავაგრძელებთ
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მათვარობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ხელშეკრულების გაწყვეტასტან დაკავშიკრებით, საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იღებდნენ. ხაზარაძე ამბობს, რომ პროექტის ჩაშლის გეგმაში ზემოხსენებული თანამდებობის პირების გარდა, სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავაში გაამხელს.

„ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის განხორციელებას. ყველა ამ საკითხზე იქნება საკმაოდ სერიოზული დავა. არსებობს უზარმაზარი ტომები ჩვენი მთავრობის წევრების ქმედებებისა, რომლებიც ანაკლიის პროექტზე ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებდნენ. ეს არის ის უუნარო მთავრობა, რომელმაც ზამთრის კურორტების სეზონი ჩააგდო. მათ იმის უნარიც კი არ აქვთ, რომ წყლის პრობლემა გადაწყვიტონ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ისინი გვესაუბრონ ასეთი დიდი პროექტის ან გაჩერებაზე, ან ახალი ტენდერის გამოცხადებაზე?! ქართველი ხალხის, საზოგადოების ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ გავუწყვიტოთ ხელშეკრულება ისევე, როგორც დღეს გაუწყვიტეს მათ ინვესტორებს. 75 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული ამ პროექტში,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პირგასამტეხლოს გადახდას, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ამ კითხვებზე პასუხს სასამართლო გასცემს.

ამავე თემაზე:
მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს

მინისტრი: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.