ახალი ამბები
პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება, ზუგდიდში მალე გამოჩნდება
პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება. გამოცემის დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის გივი ქარჩავას თქმით, ჟურნალი  ზუგდიდში, პრესის ჯიხურებში მალე გამოჩნდება. პირველ ეტაპზე მისი ტირაჟი 800-მდე ეგზემპლარს შეადგენს  და ფასი 5 ლარს არ აღემატება.

ბეჭდური გამოცემის პირველ ნომერში შესული სტატიები ეხება სამეგრელოს ისტორიას, ფრინველთა მეგრულ ტერმინოლოგიას, გენდერის საკითხს, გალის რაიონში შეცვლილ ტოპონიმიკას და ა.შ. ჟურნალში ასევე ნახავთ თარგმანებს, ლექსებს და პროზას. ამასთან, სპეციალურად ამ ნომრისთვის მწერალმა პაატა შამუგიამ ბავშვობის სიყვარულზე ნაწარმოები -„ჸოროფა არწო ართი ვა რე“ შექმნა. ჟურნალის გარეკანზე სიმბოლურად კოლხური ყოჩივარდაა გამოსახული, რომელიც გაზაფხულის მახარობელია და თოვლშიც ყვავილობს.

„ამ ეტაპზე ზუგდიდთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები წიგნის მაღაზიებთან და პრესის ჯიხურებთან. ხობში, ჩხოროწყუსა და მარტვილში შეთანხმება მიღწეულია. რაც შეეხება სამეგრელოს სხვა ქალაქებს, ვეცდებით ჟურნალი აქაც მალე გამოჩნდეს“, - თქვა გივი ქარჩავამ.

გამოცემის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ჟურნალის შექმნის მიზანი მეგრული ენის გადარჩენა და პოპულარიზაციაა.  

რა მიზნით შეიქმა ჟურნალი ,,სქანი’’  და სხვა დეტალებზე, რამდენიმე დღის წინ  დილის გადაცემაში ჟურნალის რედაქტორმა გივი ქარჩავამ ისაუბრა


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, ბანძაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა კარდაკარის პრინციპით
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას დღეს სოფელ
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე 93 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 26 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა.
16 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ზე 304 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. აქედან, 23 პაციენტია, მედპერსონალი - 5, კარანტინიდან - 3, თვითიზოლაციიდან
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე განახლებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.