რეგიონი
ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის უჩივლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. 80 წლის დიდოსტატმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა.
საქმე ეხება Netflix-ის მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“.

კერძოსდ, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეთფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები Netflix-ის ზარალის ასანაზღაურებლად ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ. Netflix-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად ნონა გაფრინდაშვილისადმი პატივისცემისა, მისი ბრალდებები უსაფუძვლოა.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ორგანიზაციამ „შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი“ ახალი პროექტის -  "ანკეტირება, როგორც შშმ პირთა საჭიროებების ამსახველი საუკეთესო საშუალება” განხორციელება დაიწყო.
სამომხმარებლო სესხები და საკრედიტო ბარათები განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი ახალ აქციას იწყებს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს დილის 7:00 საათიდან საღამოს 02:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით უფასო იქნება.
კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკაში 380 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 140 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღეს
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 344 ადამიანს დაუდასტურდა.
საზოგადოება
იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ნამატი დაუსუბსიდირდება მიზნობრივ ჯგუფებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
მთავრობა სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის "სანდრო ურუშაძის პრემია 2021" ხობელ ბუნების დამცველს, სანდრო ნარსიას გადასცა.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ფოთი 3 °C
img
მესტია -12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.