ახალი ამბები
გოგი რევია და იულია ხარაშვილი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის "გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის" გამარჯვებულია. ამასთან, კიდევ ერთი ჯილდო დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე იულია ხარაშვილს გადაეცა.

გამარჯვებულები პარლამენტის წევრების, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელმაც თითოეული მონაწილე წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

ყოველწლიური დაჯილდოების მთავარი გზავნილია გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით ცნობიერების ამაღლება და იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ საქმიანობაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პირველად საქართველოში, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში, შეიქმნა პროსტატის დაავადებათა მკურნალობისა და აღდგენითი თერაპიის ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებს ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.
ზუგდიდში პირველად პროფესორი ივა კუზანოვი ჩაატარებს პრეზენტაციას თემაზე - თანამედროვე პლასტიკური ოპერაციები 21-ე საუკუნეში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი, 20 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდით გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.