Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/saakashviliiiii1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/saakashviliiiii1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/saakashviliiiii1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/saakashviliiiii1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს დღეს ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპოქა უდგას
ჩვენს მტერს სურდა ქართველი მგლებისგან გამოეყვანა ბატკნის ჯიში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ქვემო ალვანში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა. მისივე შეფასებით, მტრის ამ სურვილს ხაზი სწორედ ანწუხელიძემ და მისმა მსგავსმა გმირებმა გადაუსვეს. "ჩვენ 8-9 წლის წინ გადავიბარეთ საქართველო, რომელიც ვერ აკონტროლებდა პანკისის ხეობას, ჯავახეთს. ვერ აკონტროლებლდა ასლან აბაშიძის სეპარატისტული მთავრობის გამო აჭარის ტერიტორიას, ბუნებრივია, ვერ აკონტროლებდა რუსების მიერ კონტროლირებად ცხინვალსა და აფხაზეთს. როდესაც რუსები პირდაპირ შემოვიდნენ, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი და აღვადგინეთ იმის გამო, რომ შევქმენით სახელმწიფო. ამ სახელმწიფოს ქმნიდა უამრავი ადამიანი, რომელთაც არ სჭირდებოდათ ტიტულები. მისაბაძი მაგალითი არის გიორგი ანწუხელიძე. მინდა ყველა ქართველმა ისე იცხოვროს, რომ გადამწყვეტ მომენტში, ერთხელ მაინც ვთქვათ – "მე ვარ საქართველო". მინდა ვთქვა, რომ კიდევაც დაიზრდებიან ჩვენი მგლები. ჩვენს მტერს სურდა ქართველი მგლებისგან გამოეყვანა ბატკნის ჯიში, მაგრამ გიორგი ანწუხელიძემ გადაუსვა მას ხაზი. ამ ბავშვებზეა ნათქვამი, კიდევაც დაიზდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. მოვა მომენტი და ისინი იტყვიან - "ჩვენ ვართ საქართველო", - აღნიშნა პრეზიდენტმა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს დღეს ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპოქა უდგას. "ინტერპრესნიუსი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.