Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/DSC014831.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკის ელჩმა დღეს განაცხადა, ამერიკის საელჩო ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისა და ქვეყნის დემოკრატიისთვის კიდევ ერთი ისტორიული დღე იყო. "ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ მისწრაფების პოზიტიური მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. საელჩო ასევე მხარს უჭერს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად გამოხატა საკუთარი ნება საარჩვენო ყუთთან და შესაბამისად, ეს არჩევანი ზუსტად აისახა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დაასრულოს და განიხილოს ნებისმიერი საჩივარი გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის სრული დაცვით. "ვუერთდებით საქართველოს ყველა მოქალაქეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნების აღნიშვნაში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის. ახლა, როცა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. მისივე თქმით, საელჩო ითანამშრომლებს ახალ პრეზიდენტთან, ასევე მთავრობასთან და პარლამენტთან საქართველო-ამერიკის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო ნათელი მომავლის შექმნის ხელშესაწყობად. ipn
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.