Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ფოთში რუსეთის დროშა დაწვეს
ფოთში, მთავარ გამზირზე ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი რუსეთის დროშა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ჩამოხიეს და დაწვეს. აქციის მონაწილეების თქმით, იმ ქვეყნის სახელმწიფო დროშა, რომელმაც 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანი დაიღუპა, საქართველოში არ უნდა გამოფენილიყო. „არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არ მაინტერესებს პოლიტიკა საერთოდ, მაგრამ როდესაც ეს დროშა ვნახე, 5 წლის წინანდელი მოვლენები და დაცარიელებული ფოთის ქუჩები, დაღუპული და დაჭრილი უდანაშაულო ადამიანები გამახსენდა“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ფოთის მერის, დავით სარსანიას განმარტებით, რუსეთის დროშა 17 სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად დღეს საღამოს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა, რასაც სოციალური ქსელებით პროტესტი მოჰყვა. სარსანიას ცნობით, ფესტივალის ორგანიზატორია ბავშვთა დამოუკიდებელი სტუდია "თეთრი თოლია". თვითმმართველობას ფესტივალის ორგანიზებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.უახლოესი ერთი საათის განმავლობაში, საერთოდ ყველა დროშა ჩამოიხსნება", - განაცხადა სარსანიამ. ცნობისთვის, ფოთში, აღმაშენებლის გამზირზე, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშები გუშინ, 4 ნოემბერს გამოიფინა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.