ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობის კვლევა საქართველოს 5 მლნ დოლარი დაუჯდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ დაფინანსებას საპარტნიორო ფონდი გამოყოფს.
"ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობის კვლევის დაფინანსებას საპარტნიორო ფონდი განახორციელებს და ამისათვის გამოყოფილი იქნება 5 მლნ დოლარი. ამ თანხით მოვიზიდავთ მსოფლიოში საუკეთესო კომანიებს, რათა შეისწვალონ შავი ზღვის სატრანსპორტო ლოჯისტიკური კვანძის, მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხი. ეს დოკუმენტი კი შემდეგ გვჭირდება საბანკო ინსტიტუტებში წარსადგენად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები