სამეგრლო-ზემო სვანეთის მთავარმა პროკურორმა ვალერიან ისოავამ თანამდებობა დატოვა. როგორც რადიო „ათინათს“ ვალერიან იოსავამ განუცხადა, ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში, რესპუბლიკის პროკურორად უკვე დაინიშნა.
"სამეგრლო-ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის თანამდებობა 23 ნომებერს დავტოვე. ახლა მივდივარ აფხაზეთის პროკურატურაში და შევუდგები მუშაობას", - აცხადებს ვალერიან იოსავა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორად კი გიზო უბილავა დაინიშნა.
ცნობისთვის, მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ საკადრო ცვლილებები საოლქო პროკურატურებშიც დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები