Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/SAM_0011.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/SAM_0011.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/SAM_0011.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/SAM_0011.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მეგის ქარადავს სასამართლო პროცესზე ბელა როგავა დაიკითხა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 28 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ქარდავას ბრალი 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ედება , რაც ადამიანის წამებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის ცნობით, მეგის ქარდავამ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ბრალდებული ბელა როგავა აწამა. როგავა ამჟამად სასჯელს ქალთა #5 დაწესებულებაში იხდის. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით 6 სხვა პირთან ერთად პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეულ ბელა როგავაც დაიკითხა. მსჯავრდებულმა ბელა როგავამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მას ნარკოტიკული ნივთირება დაკავების მომენტში ჩაუდეს, რის შემდეგაც ზუგდიდის სამმართველოში მიიყვენაეს, სადაც მისივე თქმით მეგის ქარადავამ აღიარების მოპოვების მიზნით აწამა. „მეგის ქარდავა მეუბნებოდა მოაწრე ხელი, რომ ნარკოტიკი შენი იყოო, კედელზე მარტყმევინებდა თავს“-თქვა როგავამ. როგავა აღნიშვას, რომ მან აღიარა, ოჯახისთვის თანხის გამოძალვის მიზნით აფხაზ თანამზრახველთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლის გადაიყვანა. მისივე განმარტებით მეგის ქარდავა მისგან მოითხოდა რომ თანამზრახველებად ის ადამანები დაესახელებინა, რომელთა სახელებსაც თვითონ ეტყოდა, რაზეც როგავამ უარი განაცხადა. როგორც როგავა ამბობს მას მეგის ქარადვამ და თანამშრომელმა ლაშა ექონიამ ნარკოტიკული საშუალება ოპიუმი მოტყუებით, წყალთან ერთად დაალევინეს, შემდეგ კი ნარკოლოგიურში, შემოწმებაზე წაიყვანეს. მისივე თქმით დაკავების დროს როგავა ფეხმძიმედ იყო, რის შესახებ მან მეგის ქარდავასაც უთხრა და სთხოვა არ დაერტყა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს მეგის ქარდავა მას წიხლებს ურტყამდა,რის შედეგადაც მან მრავლობითი დაზიანებები მიიღო. განსხვავებულ ჩვენებას იძლევიან საქმეში ჩართული პოლიციის თანამშრომლები. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა: ლაშა ჯიჭონაიამ და ლალი ჯიქიამ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა 2009 წელს ბელა როგავას დაკავების პროცესში, აღნიშნეს, რომ როგავას დაკავების მომენტში და წინაწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების დროსაც არ აღენიშნებოდა ვიზუალური დაზიანება. ზუგდიდის #4 საპყრობილის სამედიცინო ნაწილის ექთანმა თეიმურაზ სარიამ, (პირადი დათვალიერების) ოქმის ნამდვილობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ დაკავებულს სამედიცინო შემოწმების დროს სახეზე აღენიშნებოდა მცირე ნაკაწრი და მარჯვენა ხელზე დაბეჟილობა. როგორც ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშომლებმა მალხაზ კაკულიამ და გია კაკულიამ სასამართლოზე განაცხადეს, ბელა როგავას იზოლატორში მოთავსების დროს აღენიშნებოდა სილურჯე ტუჩთან. მათივე თქმით ოქმში შევსების დროს დაკავებულმა განმაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანება დაკავების შემდეგ მიიღო, თუმცა მას პოლიციელებთან პრეტენზია არ ჰქონდა. ცნობისთვის, მეგის ქარდავა ამჟამად მიმალვაშია და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხდებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.