2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები დღეს, 12 დეკემბერს ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განიხილეს.
მთავრობის წარმომადგენლებმა მომდევნო წლის ბიუჯეტი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ასევე, პროფესორ-მასწავლებელებსა და სტუდენტებს გააცნეს. 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია: ჯანდაცვა დ სოციალური დახმარებები, განათლება, სოფლის მეურნეობა, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. შეხვედრის მონაწილეებმა კითხვები ძირითადად საბავშვო ბაღების, ინფრასტრუქტურისა და დევნილების საკითხზე დასვეს. შეხვედრაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული თემები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის და სწორედ მათ უნდა წარუდგინონ მთავრობას მუნიციპალიტეტისთვის საჭირო პროექტები. მისვე თქმით, ცხადია ყველა პრობლემური საკითხი ერთ წელიწადში ვერ მოგვარდება. თავის მხრივ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ უკვე 100-ზე მეტი პროექტი აქვთ წარდგენილი. მათ შორის, კომბინატის დასახლებაში სტადიონის, ყინულის სასახლის, გზების, ხიდ-ბოგირების, 10-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები