Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/IMG_2927.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სოფელ ტყაიის მოსახლეობა გზების გაწმენდას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიას მოსახლეობის თქმით, დიდთოვლობის გამო, სოფელთან მისასვლელი გზა სამი დღეა ჩაკეტილია. სოფლის მოსახლეობის  განმარტებით, ამ დროის განმავლობაში გზების გასაწმენდად ადგილზე შესაბამისი სამსახურები არ გამოჩენილან და გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარებულა. ამის შესახებ ტყაიის მოსახლეობამ დღეს, 12 დეკემბერს მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა. „ქალაქში სამი დღეა ვერ გავდივართ.  ვერც სოფელ რიყის გავლით გამოვედით, იქაც არ არის გზები გაწმენდილი. ბოლოს რუხის ხიდზე გავედით და ისე მოვაღწიეთ ქალაქამდე“, - ამბობს სოფელ ტყაიას მკვიდრი დემურ ფიფია. თავის მხრივ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისკენ მიმავალი გზა გაწმენდილია. „ყველა ცენტრალური, საავტომობილო გზა ამ დროისთვის გაწმენდილია და სოფლის აღმართებზე ტექნიკური მარილიც დაყრილია,“-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა. ცნობისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, დიდთოვლობისა და მოყინული გზების გამო დილის საათებში გადაადგილება შეზღუდულია.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.