Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jgushia.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jgushia.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jgushia.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jgushia.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თენგიზ ჯგუშიას ბრალდების საქმეზე სასამართლომ ერთი მოწმე დაკითხა (video)
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ჯგუშიას საქმეზე დღეს, 24 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ერთი მოწმე დაიკითხა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ 2 მოწმე იყო წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ ერთის დაკითხვა მოხერხდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის თაზო ფაცაციას ჯვარედინი დაკითხვა დაახლოებით საათ ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგროც მოწმემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა 2013 წლის 8 აგვისტოს იგი გამგეობის სხვა წარმომადგენლებთან და პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობის მერაბ ქვარაიასთან ერთად ომში დაღუპული გმრის მოსახსენიებელ ტრაპეზზე, რიყეში იმყოფედოდა, სადაც ასევე იმყოფედოდა თენგიზ ჯგუშია. ფაცაციამ სასამართლოს განუმარტა, რომ სუფრაზე ხმაურის მაპროვოცირებელი ჯგუშია იყო, რომელმაც მერაბ ქავრაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „მერაბმა გვთხოვა მივსულიყავით თენგიზ ჯგუშიას სახლში, რათა ეკითხა მისთვის თუ რატომ დაარტყა ხელი, ჩვენ გავყევით ჯგუშიას მანქანას, როცა გაჩერდა მანქანა ჩვენც გავჩერდით მერაბი გადმოვიდა ამ დროს ჯგუშიამ მისი მიმართულებით გაისროლა“-აღნიშნა ფაცაციამ და აქვე დასძინა, რომ ჯგუშიამ სავარაუდოდ მიზანმიმართულად ააცილა ტყვია ქვარაიას, რადგან მათ შორის საკმაოდ მცირე მანძილი იყო. თავის მხრივ თენგიზ ჯგუშია წაყენებულ ბრალს უარჰყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი განმარტებით ქვარაიას მიმართულებით თავდაცვის მიზნით გაისროლა. ფიზიკური შეურაცყოფა კი ქვარაის მხრიდან მის მიმართ არაკორექტულ მიმართვას მოყვა. სასამართლო სხდომის დასაწყისში დაცვის მხარემ პროკურატურის აცილება მოითხოვა, მიზეზად კი პროკურატურის მიერ ამ საქმეში ნეგატიური მიკერძოების ფაქტები დაასახელა. მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ პროკურატურის აცილებას არც ერთი საპროცესო და სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.