Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/SAM_0501.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/SAM_0501.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/SAM_0501.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/SAM_0501.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
რადიო "ათინათს" ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი ესტუმრა
სამეგრელო ზემო–სვანეთს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ბრიჯიტ ბრინკი ესტუმრა. მან რადიო "ათინათს“ და ინტერნეტგამოცემა “ლაივპრესს“ ვიზიტის მიზანზე ესაუბრა. „ვიმყოფები ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის  მიწვევით, რათა სვანეთში ავღნიშნოთ ამერიკა–საქართველოს ურთიერთობის 20 წლისთავი, საკამოდ დატვირთული პროგრამა გვაქვს, მიხარია, რომ სამეგრელოში წარმატებით ხორციელდება აღმოსავლეთ–დასავლეთ გაზსადენის მშენებლობა, რითაც 20 ათასი პოტენციური მომხმარებელი ზამთარს თბილად შეხვდება. მე დღეს იქ მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერე, კმაყოფილი ვარ“. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, რათა გაძლიერდეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი მედია. ამერიკა დაეხმარება საქართველოს განათლების, ჯანდაცვის  პროექტების განხორციელებაში.“ მესტიაში გამგზავრებამდე ბრიჯიტ ბრინკმა სენაკი აბაშის გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მთავარია საქართველოში თანაბარ კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და არჩევნებში დარეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს მიეცეთ თანაბარი საეთერო დრო. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სწრაფვას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხრივ, ქვეყანა უკვე გახლავთ ალიანსის ასპირანტი წევრი, ამერიკა აფასებს იმ გარემოებებს, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული ISAF-ის პროგრამაში.“ „ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნული ელჩი რიჩარდ ნორლანდის დანიშვნით აღებული კურსი არ შეიცვლება, ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ის კურსი, რაც ამერიკას ჰქონდა აღებული 20 წლის წინ გაგარძელდება“–დასძინა ბრიჯიტ ბრინკმა. ვიზიტის ბოლოს სვანეთში დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის, მესტიის დათვალიერება, უშგულში გასეირნება, ქართული ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება და კულტურული საღამოები. http://youtu.be/PJbmQyCQGZQ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.