
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ–ერთი კანდიდატი „ახალი მემარჯვენეების“ პარტიის წევრი მანანა ნაჭყებია მარტვილის რაიონის სოფელ კურზუს მოსახლეობას შეხვდა.
ნაჭყებიას თქმით სოფელში უამრავი პრობლემაა, რის მოგვარებასაც ის მოსახლეობას დაპირდა, თუმცა დღევანდელი ვიზიტი ნაჭყებიების გვარის საყოველთაო დღესასწაულს–ქეჯვარობის აღნიშვნას უკავშირდება.
“ახალმა მემარჯვენეებმა“ წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელოში რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, კარგად ვიცნობ თითეული სოფლის მოსახლის პრობლემას, მე ამ სოფლის მოსახლეობის მაჟორიტარი ვიქნები და მათ პრობლემებზე ვიმუშავებ პარლამენტში“–აღნიშნა ნაჭყებიამ.
ქეჯვარობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს სოფელ კურზუში საქართველოში მცხოვრები ნაჭყებიები ჩადიან.
მასალის გამოყენების პირობები