Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/jjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjj.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
თენგიზ ჯგუშიას საქმეზე სასამართლომ სამართალდამცავები დაიკითა
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ჯგუშიას საქმეზე დღეს, 9 იანვარს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდეის 3 მოწმე დაიკითხა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დღეს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს დეტეკტივ გამომძიებელი მერაბ შენგელია, დეტეკტივ გამომძიებლის თანაშემწე  ჯიბო ზარანდია და სამმართველოს მთავარი ექსპერტი მამუკა თოდუა დაკითხა. მერაბ შენგელიამ, რომელიც თენგიზ ჯგუშიასა და მერაბ ქვარაიას შორის მომხდარ ინციდენტს იძიებდა, გადაცხადა, რომ საგამოძიებო პროცედურებით გათავლისწინებული ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ ჯგუფს თენგიზ ჯგუშიამ მის მფლობელობაში არსებული მაკაროვისა და ტეტეს სისტემის იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა. მისივე თქმით, ბრალდებულმა ჯგუშიამ თავად მოითხოვა ალკოჰოლურ თრობაზე შეემოწმებინათ, რის შედეგადაც მას  თრობა არ დაუმტკიცდა. თრობაზე არ შეუმოწმებიათ ინციდენტის მეორე მონაწილე მერაბ ქავრაია, როგორც გამომძიებელმა განმარტა, დაკითხვის დროს ქავრაია კთხვებზე ადეკვატურად პასუხოდბა ამიტომ მისი შესაძლო სიმთავრალის შესახებ ეჭვი არ გასჩენია. სხდომის დასასრულს თენგიზ ჯგუშიას ადვოკატმა ჯიტა გულუამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ დაცვის მხარე განრიდების თაობაზე შუამდგომლობით პროკურატურას ხელახლა ხვალ მიმართავს. მომდევნო სასამართლო ბროცესი ჯგუშიას ბრალდების საქმეზე 31 იანვარს ჩაინიშნა. არსებული ინფორმაციით, 2013 წლის 8 აგვისტოს ყოფილმა პარლამენტარმა, ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელმა, თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ქვარაიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქვარაია და ჯგუშია სუფრაზე ერთად სოფელ რიყეში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი, მათ ნასვამ მდგომარეობაში ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ჯგუშიას მხრიდან გასროლა მოჰყვა. მერაბ ქვარაიას დაზიანებები არ მიუღია. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან იარაღის მასრებიც ამოიღეს  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.