ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, ზუგდიდის ქალაქის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განთავსების ადგილები განისაზღვრა.
პლაკატების განთავსება სპეციალურ სტენდებზე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია–ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია–ქუჯის ქუჩაზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია–გულუას ქუჩაზე, საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორია–თამარ მეფის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ალიანსის “ მიმდებარე ტერიტორია–მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე, უნივერსიტეტისა და ფაიფურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია–ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე იქნება შესაძლებელი. სხვა ადგილებში პლაკატების განთავსება აკრძალულია.
აღნიშნულ განკარგულებაზე რადიო „ათინათთან“ კომენტარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახურის უფროსმა თამუნა შონიამ გააკეთა. "საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოიყო ის ადგილები ზუგდიდში, სადაც შესაძლებებლია საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პლაკატების განთავსება, ყოველივე ამას კონტროლს შესაბამისი უწყებები გაუწევენ, რათა არ მოხდეს პლაკატების სხვა ადგილას განთავსება, ეს პროცესი მკაცრად იქნება გაკონტროლებული და აკრძალული“.
მასალის გამოყენების პირობები