მომზადების წესი ~
1. ჩაასხით 1 მთელი 1/2 ჭიქა წყალი ქვაბში და აადუღეთ. ჩაყარეთ ბრინჯი მდუღარე წყალში, მოურიეთ, დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. 2. როცა ბრინჯი მოიხარშება, გადაიტანეთ ის მეორე ქვაბში. ჩაუმატეთ 1 მთელი 1/2 ჭიქა რძე, შაქარი, მარილი და შეურიეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე 15-20 წუთით, სანამ არ გასქელდება. ხშირ-ხშირად მოურიეთ. 3. მსუბუქად გათქვიფეთ კვერცხი და ჩაუმატეთ ბრინჯს. ჩაასხით დარჩენილი 1/2 ჭიქა რძე. ჩაყარეთ ქიშმიშიც და დატოვეთ ქვაბი ცეცხლზე კიდევ 2 წუთით, თან მუდმივად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. შეურიეთ კარაქი და ვანილი. გადაანაწილეთ ბრინჯი თეფშებზე. სურვილისამებრ მოაყარეთ დაფქული დარიჩინი ან მუსკატის კაკალი და გემრიელად მიირთვით!უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები