Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/DSC037141.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/DSC037141.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/DSC037141.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/DSC037141.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
„მბრუნავი კარის“ საფრხე და გამარტივებული შესყიდვების კორუფციის რისკები - „გამჭვირვალობის“ ორი კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ზუგდიდში დღეს, 13 თებერვალს ე.წ. „მბრუნავი კარის“ და „გამარტივებული სახელმწიფო შეყიდვები - კორუფციული რისკების“ პრეზენტაცია გამართა, რაც პირველი კვლევის შემთხვევაში, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობას და ამ პროცესთან დაკავშირებულ კორუფციის საფრთხეებს გულისხმობს. ე.წ. „ბრუნავი კარის“ კვლევაში მოხვდნენ, როგორც ყოფილი, ასევე ახალი ხელისუფლების წარმომადგნლები. მათ შორის, დავით ბეჟუაშვილმა, გოჩა ენუქიძე, კანდიდ კვიციანი, ირაკლი ჩიქოვანი, კახი კალაძე და ა.შ. „კორუფციის საფრთხეები არსებობს მაშინ, როდესაც ბიზნესიდან სახელმწიფო თანამდებობაზე მოსული პირები თავიანთ მდგომარეობას კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ იყენებენ, ასევე მაშინ, როდესაც ბიზნესში წასული ყოფილი თანამდებობის პირები ხელისუფლებაში შენარჩუნებული კონტაქტებისა და გავლენის წყალობით თავიანთ კომპანიებს ბაზარზე უსამართლო უპირატესობის მოპოვებაში ეხმარებიან“, - განაცხადა შეხვედრაზე ერეკლე ურუშაძემ. რაც შეეხება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებს, გამჭვირვალობის კვლევაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ 2010 წლის დეკემბერსა და 2013 წლის სექტემბრის პერიოდში ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი წესით დადებული 430,000-ზე მეტი კონტრაქტი შეისწავლა. მათ შორის, 2011 წელს, სახელმწიფომ 959 მილიონი ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები გააფორმა, 2012 წელს კი მსგავსი კონტრაქტების ღირებულებამ 1.17 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო 2013 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე მათი მოცულობა 450 მილიონი ლარი შეადგინა. "გამარტივებულ შესყიდვები დროს არ არსებობს ფასის დაწევის შესაძლებლობა და ამასთან, არსებობს საშიშროება , რომ კონტრაქტები ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ან მმართველი პარტიის მხარდამჭერ კომპანიებთან დაიდოს“, აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი ჭანტურიამ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეხვედრა, რომელსაც მედისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები ესწრებოდნენ, ზუგდიდის დემოკრატილული ჩართულობის ოფისში გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.