PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/SAM_0563.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე შეხვედრა გაიმართა. დისკუსია „შერიგების რესურსების“ ფინანსური მხარდაჭერით ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრაზე განსახილველად ორი სახის თემატიკა იყო წარმოდგენილი. რეგიონულ მედიაში აფხაზეთის თემატიკის გაშუქება და ზოგადად გალის რაიონში არსებული სიტუაცია.
რეგიონულ მედიასივრცეში ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ ინფორმაციების გაშუქებაზე მოხსენება არასამთავრობო, ჰუმანეტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენელმა ირაკლი ცანავამ გააკეთა. მომხსენებელმა სამეგრელოს რეგიონში არსებული ოთხი მედია საშუალების წარმომადგენლებთან ჩატარებული კვლევა წარმოადგინა. ირაკლი ცანავას განცხადებით, იგი ინტერნეტ გამოცემა „livepress.ge“-ის, ტელე-რადიო კომპანია „ოდიშის“, ჟურნალ „ზუგდიდელების“ და რადიო „ათინათის“ ჟურნალისტებთან არკვევდა თუ რა თემატიკის საკითხებს და რა სიხშირით აშუქებენ კონფლიქტურ რეგიონებს, ვინ არიან მათი რესპონდენტები და ენდობა თუ არა საზოგადოება მათ მიერ მომზადებულ მასალას. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რეგიონული მედიისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს კონფლიქტის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე წვდომა, წყაროსთან კომუნიკაციის დამყარება და იქ მცხოვრები ადამიანებისგან ინფორმაციის მიღება. კვლევაში მონაწილე მედია საშუალებებს უფრო მეტად აფხაზეთში მომხდარი კრიმინოგენური ფაქტების გაშუქება უწვეთ.
გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე დამსწრე საზოგადოებას არაოფიციალური ინფორმაცია გააცნო ქალთა ფონდ „ტასოს“ წარმომადგენელმა ხატია ძაძუამ. მისი განცხადებით რეგიონში არ არის ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურეობა, განუვითარებელია საბანკო სექტორი. განადგურებულია ინფრასტრუქტურა და არ არის ტაძარი, სადაც ქართულად აღევლინება წირვა-ლოცვა.
დეკანოზმა, ფრიდონ ასათიანმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ გალის რაიონ სოფელ ჭუბურხინჯიში არის ტაძარი, სადაც ქადაგება და ღვთისმსახურება ქართულად აღევლინება. „ჩვენ გვყავს იქაური მაცხოვრებელი მრევლიც და საკმაოდ ბევრნი არიან. ეს ურთიერთობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და უფრო მეტად გაღრმავდეს ეროვნული ურთიერთობები“-აღნიშნა დეკანოზმა ფრიდონ ასათიანმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები