Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/DSC00447.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
გიორგი წურწუმიას დაკავებას ზუგდიდის საკრებულოში ეხმაურებიან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და სასტუმრო „ოქროს საწმისის“ დირექტორის გიორგი წურწუმიას  დაკავების შესახებ საკრებულოში კომენტარს აკეთებენ. საკრებულოს აპარატის უფროსი თეიმურაზ ბასილაია ვარაუდობს, რომ  წურწუმიას დაკავება შესაძლებელია გარკვეული პროცედურული დარღვებით მოხდა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკრებულოს წევრის დაკავების შესახებ უნდა ეცნობოს  საკრებულოს. ამასთან, უნდა იყოს შემოსული წერილობითი ცნობა, რომ ამ ადამიანზე არის აღძული სისხლის სამართლის საქმე და დაკავების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს შესაბამისი ორდერი. ამის შესახებ საკრებულოში არანაირი დოკუმენტი არ შემოსულა“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ თეიმურაზ ბასილაიამ. ამათან, თეიმურაზ ბასილაია აცხადებს, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გააკეთებს თუ არა საკრებულოს ხელმძღვანელობა ოფიციაურ განცხადებას. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასტუმროს “ოქროს საწმისის” დირექტორი გიორგი წურწუმია დააკავეს. მას გამოძიება, სავარაუდოდ, დოკუმენტების გაყალბებას ედავება. წურწუმიას ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულის შესახებ მათ რამდენიმე საათის დაგვაინებით აცნობეს. ისინი კომენტარს არ აკეთებენ. სასტუმრო “ოქროს საწმისის” დირექტორის გიორგი წურწუმია დაკავებისთანავე თბილისში, მოდულის შენობაში გადაიყვანეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.