Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/gamkrelidze-zugdidi-c-hepatiti-15.08.12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
"C ჰეპატიტის პრევენცია და მკურნალობა სახელმწიფო პროგრამებით უნდა განხორციელდეს"
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე დღეს ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ახალგაზრდებს შეხვდა და C  ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებით პარტიის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებიაც დაესწრო. დავით გამყრელიძის თქმით C  ჰეპატიტის გავრცელების მასშტაბებმა ისეთი სახე მიიღო, რომ პარტიამ ამ პრობლემის მოგვარება საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადა. "ჰეპატიტის გავრცელებით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე  მაღალი მაჩვენებელი აქვს. დაავადებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მესამე, ხოლო კავკასიაში პირველ ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვმა 200  000-ს გადააჭარბა, ამასთან ყოველწლიურად  დაავადების დაახლოებით 2000 ახალი შემთხვევა ვლინდება. განსაკუთრებით ეს დაავადება სწორედ ზუგდიდშია გავრცელებული" - განაცხადა დავით გაყრელიძემ. მემარჯვენეების ლიდერის თქმით C ჰეპატიტის მიმართ ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ხელს უწყობს ამ დაავადების სახიფათო მასშტაბით  გავრცელებას. "ქვეყანაში არ არსებობს დაავადების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა.  სადაზღვევო მომსახურების არც ერთ პაკეტში არ შედის არა მარტო ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და ანტივირუსული მკურნალობის ანაზღაურება, არამედ სხვა ჰეპატოტროპული მედიკამენტების დაფინანსებაც კი. დიაგნოსტირება და  მკურნალობა ისეთი ძვირია, რომ  დაავადებულთა ოჯახებს მისი გადახდა პრაქტიკულად არ შეუძლიათ, რის გამოც უამრავი ადამიანი სიკვდილისთვის არის განწირული" - განაცხადა დავით გამყრელიძემ. "ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უნდა დაფინანსდეს C ჰეპატიტით დაავადებული მინიმუმ 2000 პაციენტის მკურნალობის ხარჯი ავადმყოფთა შერჩევის კრიტერიუმები სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ). უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი სტერილიზაციის წესების დაცვაზე კლინიკებსა და ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც C ჰეპატიტით დაინფიცირების მაღალი რისკია. ამის გარდა უნდა დაიწყოს ინტერფერონის  წარმოება საქართველოში. აქ სახელმწიფომ  ეწ. დოჰა-ს  დეკლარაცია უნდა გამოიყენოს, რომელიც ჩვენისთანა ქვეყნებს ამის უფლებას აძლევს" - განაცხდა დავით გამყრელიძემ. "ახალი მემარჯვენეები" ქვეყანაში ღვიძლის გადანერგვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასაც ითხოვენ, რაც  საწყის ეტაპზე მოწვეული სპეციალისტების ხარჯზე უნდა მოხდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.