Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/uuuu.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/uuuu.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/uuuu.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/uuuu.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში "ნაციონალების" რაიონულ ორგანიზაციას ისევ ლაშა დამენია უხელმძღვანელებს (video)
ზუგდიდში გამართულ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის პოლიტ საბჭოს  ხელმძღვანელად ლაშა დამენია ხმათა უმრავლესობით ხელახლა დაინიშნა. ასევე სრული შემადგენლობით იქნა არჩეული  "ნაციონალების" მიერ წარმოდგენილი  საბჭო 23 პირის შემადგენლობით. საბჭოს წევრების სრულ შემადგენლობას  588 დელეგატიდან 565-მა დაუჭირა მხარი. 23 ხმა ბათილად ჩაითვალა. ხოლო დამენიას კანდიდატურას მხარი 584- მა ადამიანმა დაუჭირა. კენჭის ყრის შედეგების მიხედვით ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრები გახდნენ; თენგიზ გუნავა, გრიგოლ სხულუხია, თეიმურაზ ბასილაია, ბართლომე შელია, კახა ქირია, მალხაზ ციკუტანია, კახა ჩანგელია, ლევან მაქაცარია, ილია თოდუა, ზურაბ ჯინჯოლავა, თამარ შონია, ანა წითლიძე, მაია გაწერელია, პაატა ღუბელაძე, ჭაბუკა ჯიქია, ირაკლი პაპავა,  რუზგენ ჩუხუა, ბესიკ გაბუნია, კობა შონია, აბესალომ ჩუხუა, გელა თოლორაია, თენგიზ ჯიქია, მზია მიქავა. შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დარბაზში ელექტროენერგია გაითიშა და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარე ლაშა დამენიას პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიის ამოკითხვა მობილური ტელეფონის შუქზე მოუხდა. „ეს კადრები ტელევიზიას დარჩება როგორც "ქართული ოცნების" სირცხვილი - აღნიშნა ლაშა დამენიამ.     შეკრებილებს ასევე მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ და მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატურა, ამჟამინდელი თავმჯდომარე ლაშა დამენია წარუდგინა. აქვე გუნავამ უკრაინელებს მაიდანზე დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა და განმარტა, რომ დღეს იქ ხალხი არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც იბრძოდა. "ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ყრილობას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ესწრებოდა. იგეგმებოდა ასევე სხვა უმცირესობის წევრების დასწრება თუმცა ისინი გიორგი ონიანის მხარდასაჭერად თბილისში დარჩნენ. აქვე გიორგი ონიანის დაკავების ფაქტს თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ონიანს სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.