PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/meraba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

მერაბ ქვარაია-ზუგდიდს ტურისტებისთვის მაღალი დონის საინფორმაციო ცენტრი ექნება
20:16 / 28.02.2014
ტურისტული საინფორმაციო ბილბორდების მონტაჟთან და მის განთავსებასთან დაკავშირებით სამეგრელოს ტურიზმის განვითარების საინიციატივო ჯგუფმა ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა დღეს, 28 თებერვალს გამართა . როგორც რადიო „ათინათთან" საუბარში სამეგრელოს ტურიზმის განვითარების საინიციატივო ჯგუფის წევრმა მარიკა თოდუამ აღნიშნა, ზუგდიდი წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს, სადაც სეზონზე ყოველდღიურად ასეულობით ტურისტი მოძრაობს. მისივე განმარტებით ზუგდიდში ტურისტი აწყდება სერიოზულ ინფორმაციულ პრობლემებს, რაც აფერხებს ტურიზმის განვითარებას. ამ მიზნით ტურიზმის განვითარების საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა სამოქალაქო ინიციატივა და საპროექტო იდეის სახით განაცხადი შეიტანა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სახელზე. ამავე შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ქვარაიამ განმარტა ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სამოქალაქო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით, ზუგდიდს უახლოს პერიოდში მაღალი დონის საინფორმაციო ცენტრი ექნება. მერაბ ქვარაიას განმარტებით დღევანდელ შეხვედრაზე ქალაქში 5 ადგილი განისაზღვრა, სადაც გზამკვლევი ბანერები განთავსდება, როგორც ქვარაია, რადიო "ათინათთან" საუბარში აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მაღალი დონის სერვისით, რომელსაც მათ საინფორმაციო ცენტი მიაწვდის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები