Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/12-years-of-not-fancy-dining.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ოსკარები 2014: ”მონობის 12 წელი” წლის საუკეთესო ფილმია
ოსკარები 2014-ზე წლის საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდო სტივ მაქუინის ფილმმა ”მონობის 12 წელი” მოიპოვა. ყველაზე მეტი, შვიდი ჯილდო კი ალფონსო კუარონის ”გრავიტაციამ” დაიმსახურა. საუკეთესო აუდიო მონტაჟი, აუდიო მიქსინგი, მუსიკალური გაფორმება, ვიზუალური ეფექტები, მონტაჟი - ყველგან საუკეთესო კუარონის ”კოსმოსური ეპოპეა” გახდა. ემანუელ ლუბეცკიმ საუკეთესო ოპერატორისათვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო, ხოლო წლის საუკეთესო რეჟისორად, ნომინაციის ფავორიტი, ალფონსო კუარონი დაასახელეს. 2014 წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის წოდება მეთიუ მაკონაჰიმ მოიპოვა. ”დალასის მყიდველთა კლუბში” განსახიერებული როლისთვის ”ნამდვილი დეტექტივების” ვარსკვლავმა წელს ოქროს გლობუსი და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა. ასევე მთავარმა ფავორიტმა გაიმარჯვა ქალი მსახიობისათვის განკუთვნილი მთავარი ჯილდოს ნომინაციაში. ქეით ბლანშეტმა ”ლურჯ ჟასმინში” შესრულებული როლისთვის თითქმის ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო და კარიერაში რიგით მეორე ოსკარიც დაამატა. მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯარედ ლეტომ და ლუპიტა ნ’იონგომ გაიმარჯვეს. ორივე მსახიობი ოქროს ჯილდოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტი იყო. ჯარედ ლეტომ სამადლობელო სიტყვაში ვენესუელასა და უკრაინის მოსახლეობას მხარი დაუჭირა და ოცნებების ასრულება უსურვა. ”როდესაც თქვენ ოცნებების ასრულებას, შეუსრულებელი მისიის შესრულებას ცდილობთ ჩვენ აქ, თქვენს გვერდით ვართ.” - განაცხადა ლეტომ. ოსკარები 2014-ზე ერთადერთი მოულოდნელობა დაფიქსირდა. წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, არა ნომინაციის უპირობო ფავორიტი და არაერთი ჯილდოს მფლობელი ”მკვლელობის აქტი”, არამედ როკის უცნობ გმირებზე, ბექ-ვოკალისტებზე გადაღებული ფილმი ”ოცი ფუტი ვარსკვლავობამდე” გახდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.