Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/საბერიო–ფახულანის-ადმ.-საზღვარი.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/საბერიო–ფახულანის-ადმ.-საზღვარი.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/საბერიო–ფახულანის-ადმ.-საზღვარი.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/საბერიო–ფახულანის-ადმ.-საზღვარი.jpg" not exists.
რუბრიკები
ფახულანიდან საბერიომდე დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებული შიდასახელმწიფოებრივი და სტრტეგიული მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით მიიღო. აღნიშნული გზის მონაკვეთი აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რომლითაც, ძირითადად, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ისინი ფახულანის საჯარო სკოლაში, ქართულ ენაზე სწავლის მიზნით, ამ გზაზე ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან. ამავე გზით სარგებლობს 3000-ზე მეტი ადგილობრივი და დევნილი  მოსახლეობა. ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებულ გზის მონაკვეთს რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება. სამუშაოების განხორციელება კი მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მგფ საპროექტო შესყიდვას 3 თვის ვადაში მოახდენს, რომლის ფარგლებშიც მოხდება გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ კი გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს, რადგან მთავრობის განკარგულებითვე, პროექტის დაფინანსება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების ქვეპროგრამით განსაზღვრული ასიგნებებიდან მოხდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.