Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/axa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/axa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/axa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/axa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
როლანდ ახალაია - ჩვენს ოჯახზე ზეწოლა იმიტომ ხდება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები გამოგვძალონ
ჩვენს ოჯახზე ზეწოლა იმიტომ ხდება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები გამოგვძალონ, - ამის შესახებ დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, სოსო თოფურიძისა და გერონტი ალანიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ როლანდ ახალაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 15 თვეა მისი ოჯახი პოლიტიკურ დევნაში სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების გამოძალვის გამო იმყოფება. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს ახალაიას ოჯახი სააკაშვილზე, რონალდ ახალაიამ ასე უპასუხა - "დანარჩენს მერე ვიტყვი, თუმცა კარგა ხანია ამ მიმართულებით ჩვენზე ზეწოლა მიმდინარეობს". მან მოსამართლე ბესიკ ბეგიანიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენზეც ისაუბრა. "მოსამართლემ დაწერა განაჩენი, რითაც ხელი მოაწერა დანაშაულის ჩადენას. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არაფერი არ აქვს საერთო სიმართლესთან. რაც შეეხება პროკურატურას, მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პროკურატურა დღეს არის კრიმინალური ორგანიზაცია. მათ დართული აქვთ ნება, რომ გააკეთონ ყველაფერი, ოღონდ საქმე შეკრან პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. ისინი ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, მოწმეებს, უკანონოდ თავისუფლებას აღუკვეთავენ პირებს, აშანტაჟებენ. მაგრამ მათ პასუხს არავინ სთხოვს. ჩემი ოჯახი 15 თვეა ასეთ დევნას განიცდის, მათ შორის, ჩემზეც მიმდინარეობს პროვოკაციები, რამდენჯერმე დააკავეს ადამიანები, რომ ჩემს წინააღმდეგ აელაპარაკებინათ", - განაცხადა როლანდ ახალაიამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს ყველაფერი მისი ოჯახის წინააღმდეგ იმიტომ ხდება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ რაიმე ჩვენება მისცენ. "მინდა ვუთხრა, რომ მათგან განსხვავებით ჩვენს ოჯახს ის სიმდიდრე გააჩნია, რასაც ჰქვია ღირსება და რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარული. ისინი ვერ გაგვტეხენ და გაგვაკეთებინებენ იმას, რაც არ ყოფილა, ვერც მორალურად და ვერც ფიზიკურად ვერ გაგვანადგურებენ. ეს გაითვალისწინოს ივანიშვილმა და მისმა შვილობილმა ღარიბაშვილმა", - განაცხადა როლანდ ახალაიამ. დათა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს 2005 წელს ე.წ. მოდულის შენობაში პოლიციელების ცემის ფაქტთან დაკავშირებულ ბრალდებაზე მოსამართლემ დღეს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.