პარლამენტის თავმჯდომარე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე დღეს მესტიაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მესტიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კანდიდ კვიციანი, ჩხოროწყუში - გოჩა ლემონჯავა, ხოლო წალენჯიხაში ლევან ქარდავა იქნება.
"კანდიდ კვიციანი ღირსეული კანდიდატია და აქტიურად გააგრძელებს რეგიონში აღმშენებლობით პროცესს“-აღნიშნა ბაქრაძემ.
ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად შერჩეული გოჩა ლემონჯავა ფოთის ყოფილი მერია, რომელმაც მმართველი პარტიის მხარდაჭერით ჩხოროწყუს ოლქის მოსაგებად მზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები