აქციის მონაწილეების თქმით, ახალაიამ მათი ბიზნესი უკანონოდ მიითვისა, რასაც მათივე განმარტებით, ზოგ შემთხვევაში მრავალწლიანი პატიმრობა მოჰყვა, ზოგ შემთხვევაში კი მკვლელობა.
პროკურატურასთან მისულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ახალაიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეძახილებით - „როლანდ ახალიას გაუმარჯოს“ - დახვდნენ. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.
|


მასალის გამოყენების პირობები