საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ცისანა უზარაშვილის ხუთსულიანი ოჯახი მოინახულა.
სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილ უზარაშვილების ოჯახს სამინისტრომ კერძო სახლი და 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაუკანონა.
აღნიშნული უძრავი ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და მათთვის კერძო საკუთრებაში გადაცემის მიზნით, დევნილთა სამინისტროს გადასცა.
ამჟამად, უზარაშვილის ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროს უკვე დაკანონებულ მიწის ნაკვეთეზე გაშენებული თხილის ბაღები, შინაური ფრინველისა და მსხვილფეხა საქონლის მეურნეობა წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები