ზუგდიდში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელმა კახა კუკავამ სამეგრელოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ ჭითანავა წარადგინა.
ოთარ ჭითანავა ადრე კოალიცია “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა კოალიციაში ჭითანავას კანდიდატურაზე, შეთანხმება ვერ შედგა.
ოთარ ჭითანავა „თავისუფალ საქართველომდე“ „კონსერვატიულ პარტიასა“ და სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზაში“ მოღვაწეობდა. ოთარ ჭითანავა რადიო “ათინათთან“ საუბარში აცხადებს, რომ გამარჯვების იმედი აქვს. 40 წლის ოთარ ჭითანავა წარმოშობით ზუგდიდელია, ის ამჟამად თბილისში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები