"გამჭვირვალე" სისტემის გააქტიურება სპეციალური ღილაკით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, იგივე ფუნქციის გამოყენება შესაძლებელი იქნება ibooks-სა და ვებბრაუზერებში.
როგორც ირკვევა, კორპორაცია Apple-ს ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დაპატენტების შესახებ განაცხადი ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში შეუტანია აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების განყოფილებაში, თუმცა მედიამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს დღის სინათლეს აღნიშნული სიახლე და როდის ამოისუნთქავენ სმარტფონზე მიჯაჭვული მომხმარებლები ქუჩაში სიარულისას ორმაგი ყურადღების დაძაბვისაგან.
ასევე უცნობია, აპირებს თუ არა ტექნოლოგიური გიგანტი მოპოვებული პატენტი პროგრამული უზრუნველყოფის მორიგ განახლებულ ვერსიაში გამოიყენოს. iOS 8-ის გამოშვებას Apple-ი სექტემბერში გეგმავს.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები