„მდივან-რეფერენტის ვაკანსიაზე 12 კანდიდატი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა,მხოლოდ 5 კანდიდატი მოვიდა. დღეს ასევე, არის აპარატის სამსახურის კანდიდატებთან გასაუბრება. ხვალ და ზეგ კი თვითმმართველობის და კოორდინირების სამსახურებთან “, - ამბობს ნატა პაპასკირი.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე საპრეტენზიო კომისიაში მხოლოდ ერთადერთი საჩივარია შესული.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 2014 წლის 12 მარტს გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე 92 კონკურსანტი გავიდა. გუბერნიაში სულ 210 აპლიკაცია იყო შესული, კონკურსი მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოცხადდა.
|


მასალის გამოყენების პირობები