Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/news_22281.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
გიორგი თათუხაშვილი - ჩვენებას მხოლოდ მაშინ მივცემთ, თუ საქმე ჩემი ძმის წამებაზე აღიძვრება
გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ძმამ, გიორგი თათუხაშვილმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძეს მისი ძმის გარდაცვალების საქმით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გუშინ სახალხო დამცველთან და საია-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შალვა თათუხაშვილის ძმამ, გიორგი თათუხაშვილმა განუცხადა, ის ყველა ინსტიტუტს მიესალმება, რომელიც ამ საქმეში ჩაერთვება და ობიექტურად მოინდომებს საქმის გამოძიებას. გიორგი თათუხაშვილმა ის მიზეზიც განმარტა, რატომ არ გამოცხადდა გუშინ ოჯახი პროკურატურაში დაკითხვაზე. "დღევანდელი პროკურატურა კი არ იძიებს, საქმის მიჩქმალვას ცდილობს. არც კი ვიცით, რაზე გვიბარებენ ოჯახის წევრებს. ვერ გავარკვიეთ რა მუხლით, რისთვის ვიყავით დაბარებულები. ჩვენ პროკურატურას ჩვენებას მხოლოდ მაშინ მივცემთ, თუ საქმე ჩემი ძმის წამებაზე აღიძვრება", -აღნიშნა გიორგი თათუხაშვილმა. მისივე თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ დღეს გავრცელებულ დასკვნას ენდობა, სადაც ნათქვამია, რომ შალვა თათუხაშვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.