Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/SAITISTVIS.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
მუშები "ბლოკ ჯორჯიასგან"კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
 
ზუგდიდში,  სააფთიაქო სამმართველოს  ყოფილ შენობაში ჩასახლებულ დევნილთა კორპუსების სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 80 მუშა სამშენებლო კომპანია „ბლოკ ჯორჯიასგან“ კუთვნილი ხელფასების გაცემას ითხოვს.

მუშები რადიო „ათინათთან“ საუბარში განმარტავენ, რომ მათ სამი თვის გასამრჯელო ეკუთვნით და კომპანიისგან უკვე მერამდენედ ითხოვენ ხელფასის გაცემას. თანხის გაუცემლობის შემთხვევაში, ისინი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

 „ უკვე მერამდენედ დაგვიბარეს და დღესაც მოგვატყუეს. ჩვენ აქ მინიმალურ ფასად ვმუშაობდით და ახლა ამ თანხასაც არ გვიხდიან. ჩვენს უკან ოჯახები დგას, ბანკიდან სესხები  გვაქვს აღებული. ათას მიზეზებს იძახიან, უხარისხოდააო შესრულებული .როდესაც ვაკეთებდით, მაშინ რატომ არ გვითხრეს, ცუდად აკეთებთო?! “ -  უთხრა რადიო „ათინათს“  ჯეირან დარასელიამ, რომელსაც, როგორც თავად ამბობს 1360 ლარი აქვს მისაღები.

რადიო „ათინათი“ სამშენებლო კომპანია „ ბლოკ ჯორჯიას“ დირექტორს ვახტანგ ჯანაშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა,რომ მუშები ხელფასს მხოლოდ სამშენებლო ხარვეზების გამოსწორების შემდეგ მიიღებენ, რისთვისაც სამშენებლო კომპანიამ მუშებს ერთი კვირა მისცა.

ჯანაშვილის განმარტებით, მუშების სახელფასო დავალიანება დაახლოებით 65 000 ლარს შეადგენს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.