Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/SAM_0847.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდში მმართველი პარტიის ყრილობა დასრულდა
ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება და ეს უნდა დაიწყოს აქედან, სამეგრელოდან , _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სამეგრელოს განსაკუთრებულ სიმტკიცეს 2008 წლის რუსული აგრესიის დროს და აღნიშნა, რომ საქართველოს უკან ვერავითარი ძალა ვეღარ დააბრუნებს. "ჩვენმა მტერმა იცის, რომ ბევრი გაჭირვებაა და პრობლემების უმეტესობა გადასაწყვეტია. ამიტომ, მას ეგონა, რომ ახლა არის მომენტი, რომ ქართველებს სხვანაირად მივუდგეთ. მტერი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დაიღალა და ფიქრობს, იქნებ, ამ არჩევნების შედეგად ლანგარზე მოგვართვას საკუთარი თავი და რასაც სხვა რაღაცით ვერ მივაღწიეთ, ისე ტკბილი სიტყვით, მოფერებით დავითრიოთ იქნებ ეს ულამაზესი ქვეყანა. ნურას უკაცრავად, ჩვენ გვექნება თავისუფლება, ჩვენ გვინდა განვითარება, გვინდა ევროპა, ნატო, უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება და ეს უნდა დაიწყოს აქედან, სამეგრელოდან", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს 11 ქალაქში წინასაარჩევნო შეხვედრებს - ყრილობას მართავს. თითქმის ყველა ქალაქში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.