Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/fotis-porti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/fotis-porti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/fotis-porti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/fotis-porti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ფოთში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა აშენდება
ფოთში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა აშენდება. პროექტს კომპანია ,,ლიდერ ცემენტი" ფრანგულ კომპანია LAVARGE-სთან თანამშრომლობით განახორციელებს. კომპანია LAFARGE–ს აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ლაფონტს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ფოთში თანამედროვე ცემენტის ქარხნის მშენებლობის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. დავოსში შეხვედრიდან 3 თვის შემდეგ, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოს პროექტის პრეზენტაცია გუშინ თბილისში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება. პრემიერის განმარტებით, სამშენებლო კომპანიებს საშუალება მიეცემათ, მშენებლობის დროს გამოიყენონ ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ცემენტი და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული იმპორტზე, ასევე, ქვეყანაში საგრძნობლად გაუმჯობესდება მშენებლობის ხარისხი და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება."ლიდერ ცემენტის" და კომპანია LAFARGE-ს ერთობლივი პროექტის თანახმად, ფოთში 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა შენდება, რომლის წარმოების დადგმული სიმძლავრე წელიწადში 250 000 ტონა ცემენტი იქნება. მშენებლობაზე 40 ადამიანი მუშაობს, ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 50 ადგილობრივი დასაქმდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა პირველი ეტაპისთვის 10 მილიონი აშშ დოლარია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.