Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10256336_1487889254763502_4767376494946150969_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებს
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს. ჯგუშიამ, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებულ კანდიდატად მოიხსენია და იგი თაღლითობასა და ბიოგრაფიის გაყალბებაში დაადანაშაულა. „ირაკლი გოგოხიამ „ლევი“ ბენზინის გაყიდვით მოინდომა უდიდესი თანხის შოვნა და ახლა ამბობს, რომ დისიდენტია და მის მიმართ რაღაც „სპეცოპერაცია“ ჩატარდა. ვინმეს გჯერათ, რომ გოგოხიამ ფრანკფურტის საბანკო აკადემიაში კურსები გაიარა და „დოიჩე ბანკის“ სტაჟიორი იყო? იმ დროს, მე ვიყავი, ეროვნული ბანკის დირექტორის თანაშემწე და გოგოხიას ერთი კვირით მივეცი საშუალება დასწრებოდა თბილისში გერმანიის ერთ-ერთ საბანკო აკადემიის კურსებს. მას  კი, „დოიჩე ბანკის“ შენობა გარედან ექნება ნანახი“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია. „ქართული ოცნების“ ზუგდიდი მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს აბსურდულს და სასაცილოს უწედებს. „არ ვაპირებ თენგიზ ჯგუშიას პასუხი გავცე, არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ირაკლი გოგოხიამ. „ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატი თეიმურაზ ბასილაია  „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ შეთანხმებას და თანამშრომლობას უარყოფს და აცხადებს, რომ კოალიციის კანდიდატთან უკომპრომისო ბრძოლა ექნება. „ირაკლი გოგოხიასთან ჩემი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს არ სცდება. მას შემდეგ ,რაც ირაკლი მერობის კანდიდატად წარადგინეს არ მინახავს და არც ტელეფონით შევხმიანებივარ. მინდა გითხრა, რომ მე და თენგიზ ჯგუშიასაც გვაკავშირებს მეგობრობა და ჩვენ ოცი წელზე მეტია ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს “ , - აცხადებს თეიმურაზ ბასილაია. ცნობისთვის,  სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა  თენგიზ ჯგუშიამ  დღეს, 6 მაისს, ბრიფინგი გამართა. ჯგუშიას თქმით, იგი ზუგდიდში საარჩევნო ბლოკ “არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.