მარტვილის მომსახურეობის ცეტრში სოფელ ჯოლევის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა.
ევროპული ტიპის მრიცხველები დაუმონტაჟდა 172 აბონენტს. გამრიცხველიანების სამუშოებთან ერთად პარალელურად მიმდინარეობდა 0,4 კილოვოლტის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც შეიცვალა 55 ცალი ამორტიზებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით, გაიბა 11 კმ სიგრძის სიპ კაბელი.
ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამა წინასწარ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. მარტვილის მომსახურეობის ცენტრში ამ დროისათვის სოფელ ინჩხურისა და აბედათის 0,4 კილოვოლტის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც შემდგომ ეტაპზე მრიცხველების მონტაჟის სამუშაოები მოყვება.
კომპანიის პრიორიტეტია მომხმარებლის 24 საათიანი შეუფერხებელი ენერგომომარაგება, რისთვისაც კომპანია ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებს მთლიანად რეგიონში და მათ შორის მარტვილის მომსახურეობის ცენტრშიც. სს“ენერგო-პრო ჯორჯია“ს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშოები ყველა მომსახურეობის ცენტრში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები