Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/preview.php_1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/preview.php_1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/preview.php_1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/preview.php_1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სოხუმში შექმნილი ვითარების გამო ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება
სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზური ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის არსად წასულა, აფხაზეთშია და ყველაფერს აკეთებს ვითარების სტაბილიზაციისთვის. მისი თქმით,მიტინგის მსვლელობისას ე.წ. რთული ფაზის შემდეგ მასთან ადმინისტრაციაში ოპოზიციური საბჭოს, ფაქტობროვად ყველა კოორდინატორი -რაულ ხაჯიბმა, ახრა ბჟანია და სხვები მივიდნენ და კატეგორიულად ითხოვდნენ მის გადადგომას. „ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს თუ როგორ მოგვეხდინა შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვა. მათი მხრიდან იყო კატეგორიული მოთხოვნები ჩემი გადადგომის შესახებ. განხილვები პერიოდულად წყდებოდა ხან მათი, ხანაც ჩვენი თხოვნით და როდესაც მათ ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ გარკვეული საკითხების განხილვა დახურულ კარს მიღმა მოგვეხდინა, ისინი ხისტად გატრიალდნენ და ქვემოთ, თავიანთ მომხრეებთან ჩავიდნენ. ამის შემდეგ ფაქტობრივად შენობის შტურმი დაიწყო. მათ გაეწიათ წინააღმდეგობა. მე არსად წავსულვარ. აფხაზეთში ვარ. უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად მოვლენათა განვითარების სხვა და სხვა ვარიანტს განვიხილავთ",_ აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს, რომ ადამიანების დიდი ჯგუფი, შეიარაღებულები აფხაზეთის ტელევიზიის შენობაშიც შეიჭრა და ფაქტობრივად აიღო იგი. „იურიდიულად მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებაა და სხვა არაფერი",- აცხადებს ანქვაბი. მისივე თქმით, ამჟამად უშიშროების საბჭოს წევრები მუშაობას აგრძელებენ, ხოლო ძალოვნები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რათა სიტუაცია სტაბილურობის ნიშნულს მიუახლოვდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენები კანონიერების ფარგლებში განვითარდეს.სხვა გზა უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს",_ განაცხადა ანქვაბმა. Lifenews.ru -თვის მიცემულ ინტერვიუში, ცნობილი აფხაზი ბლოგერი როინ აგრბა ამბობს, რომ ალექსანდრე ანქვბი არ გდამდგარა, თუმცა სოხუმი უკვე დატოვა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ქალაქში იმყოფება დე-ფაქტო ლიდერი. ბლოგერის განმარტებით, მსგავსი მიტიბგის მიზეზები კორუპციაში იმალება, რომელშიც ქვეყანა უკვე „ჩაეფლო“. – შენობის შტურმით აღებისკენ არანაირი მოწოდებები არ ყოფილა, ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა. როგოც ჩანს, შეკრებილებს „ყველაფერი ერთად დაუგროვდათ „ და პრეზიდენტთან მოლაპარაკების მორიგი მცდელობის შემდეგ, თავი ვერ შეიკავეს, - აღნიშნა როინ აგრბმ - პოლიციას არანაირი სპეცსაშუალებები არ გამოუყენებია. შენობაში სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფებოდა, თუმცა, ზოგიერთმა მაინც მოახერხა პრეზიდენტის კაბინეტში შეჭრა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციამ ე.წ მთავრობის სახლი დაიკავა და ალექსანდრე ანქვაბის, მისი ე.წ. მთავრობის, ე.წ. გენერალური პროკურორის და აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.