Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/RRRRR.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/RRRRR.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/RRRRR.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/RRRRR.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
რუსუდან პაჭკორიამ წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი მესიჯები გააჟღერა (video)
საარჩევნო სუბიექტებთან მედია ცენტრის შეხვედრების ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამა „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა რუსუდან პაჭკორიამ გააცნო. შეხვედრაზე კანდიდატმა ძირითადი მესიჯები და პრიორიტეტები გააჟღერა, ისაუბრა იმ შემაფერხებელ გარემოებებზე, რომელიც ამ პერიოდში სხვადასხვა ჯგუფების მიერ შეექმნა. „ამომრჩვლებს მინდა ასეთი მესიჯი გავუგზავნო,რომ ძალიან კარგად შეისწავლონ და დაინტერესდნენ იმ კანდიდატების და პარტიის საქმიანობით, რომლებიც მათი ფავორიტები არიან,რადგან შემდეგ იმ პარტიას და კანდიდატს ვერ მოთხოვენ სამართლიანობას, რომელიც იმთავითვე უსამართლოდ ჩაერთო პროცესებში“-აღნიშნა რუსუსდან პაჭკორიამ. პაჭკორია მიიჩნევს,რომ ზოგად პრინციპებში საზოგადოების მიდგომაა ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობის შეგრძნება მისთვის კვლავ უმთავრეს ღირებულებად რჩება. კანდიდატის თქმით, მიუხედავად მთავრობების და ზოგადი სიტუაციის ცვლილებისა რიგითი ადამიანებისთვის პრობლემები უკვე ათეულობით წლებია უცვლელი რჩება. „საზოგადოება, მოქალაქე ადამიანი კი არ უნდა არსებობდეს ხელისუფლებისთვის, არამედ ხელისუფლებაა ადამინის მიერ დაქირავებული და ეს მომსხურების სფეროა.მხოლოდ ამის გააზრებით,ყველა კომპეტენციის და უფლებამოსილების გატარებით შეიძლება ჩვენ შევცვალოთ დამოკიდებულება.“-ამბობს მერობის კანდიდატი.იგი, ასევე მიიჩნევს, რომ ადამიანები უშუალოდ უნდა იყვნენ ისეთი საკითხების მოგვარებაში ჩართულები, რომლებიც მათ ეხებათ, დევნილების ჩართულობის გარეშე წყდება მათი საკითხები, შშმ პირები არ არიან ჩართულები მათთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში. მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის ეტაპობრივი, საჭიროებისამებრ ზრდა, ასევე უპატრონო ცხოველთათვის ქალაქგარეთ ტერიტორიაზე თავშესაფრის მოწყობა, რადგან ისინი არა მხოლოდ ანტისანიტარიას ქმნიან და საშიშროებას წარმოადგენენ, არამედ მათი დაცვა კანონით გაწერილი ვალდებულებაა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.