Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10380756_696963973672349_22613753921397501_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "ანაკლია 2014" იმართება
ანაკლიაში, სასტუმრო "ოქროს საწმისში" საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "ანაკლია 2014" იმართება. გუშინ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფორუმის მომხსენებლები არიან მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ბიზნეს ფორუმს პარტნიორებას უწევს ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ფორუმის მიზანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სხვადასხვა სწრაფად მზარდ სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორიების უკეთ ინფორმირება. ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიის გამართვა. ორდღიან ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას იღებს 300-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბიზნესის წარმომადგენლები, არსებული და პოტენციური ინვესტორები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება დაინტერესებულ კომპანიებს საშუალებას მისცემს ადგილზე გაეცნონ სამეგრელოსა და ზემო სვანეთში არსებულ ბიზნეს გარემოსა და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და B2B ფორმატში გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.